საზოგადოება
01.05.2024 13:16
ენერგოეფექტური ღუმელების ან ალტერნატიული საწვავის საწარმოსთვის ძირითადი საშუალებების შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა

შეღავათიანი აგროკრედიტი ენერგოეფექტური ღუმელების ან ალტერნატიული საწვავის საწარმოსთვის ძირითადი საშუალებების შესაძენადაც გაიცემა. კერძოდ, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, სახელმწიფო პროგრამაში ახალი ენერგოეფექტური საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების, მოდერნიზაციის ან/და სარემონტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით ჩაერთონ.

 „თუ გსურთ სოფლად საქმიანობის დაწყება/განვითარება და გესაჭიროებათ დამატებითი ფულადი სახსრები, სახელმწიფო სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით. შეღავათიან აგროკრედიტს  გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები (სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში). სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით“, - აცხადებენ უწყებაში.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 1501

 

კვირის ამბები