გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ტემპერაუტარა მკვეთრად დაიკლებს და პერიოდულად იწვიმებს.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 2 მაისს, გორში მთელი დღის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი მხოლოდ +18 გრადუსს მიაღწევს.
კიდევ უფრო დაიკლებს ტემპერატურა 3, 4 და 5 მაისს და მხოლოდ +16 გრადუსს მიაღწევს, სინოპტიკოსების ცნობით, აღნიშნული დღეების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ნალექი.
ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი და პერიოდულად წვიმაა ნავარაუდევი გორში 6, 7 და 8 მაისსაც, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით + 14, +15 გრადუსს მიაღწევს.
9 მაისიდან გორის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს.