კულტურა
01.05.2024 11:34
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ფოტოგრაფიის საფუძვლების შესწავლის ორთვიან უფასო კურსზე მონაწილეთა მიღებას აგრძელებს

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი პროექტის „Art House 20 24“-ის ფარგლებში, ფოტოგრაფიის საფუძვლების შესწავლის ორთვიან უფასო კურსზე მონაწილეთა მიღებას აგრძელებს.

როგორც ფოტოგრაფთა კლუბში აცხადებენ, ფოტოგრაფიის საფუძვლების შესწავლა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16-26 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან: ფოტოგრაფიის შესავლებს, კამერის ტიპებს, ექსპოზიციას, კომპოზიციას, პეიზაჟის, არქიტექტურის, ლანდშაფტის, დოკუმენტურ, მობილურ, ასევე, ქართული ფოტოგრაფიის ისტორიას, ფოტოს დამუშავების პროგრამებს კომპიუტერისთვის და მობილურისთვის, ივენთ ფოტოგრაფიას, რეპროდუქციას, ფერების ფსიქოლოგიას, კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას.

„მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც კურსის 80%-ს დაესწრება და შესაბამის დავალებებს შეასრულებს, მონაწილეობას მიიღებს Art-ბანაკში, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 26 აპრილია“, - აცხადებენ გორელ ფოტოგრაფთა კლუბში.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

პროექტი „Art House 20 24“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.
კვირის ამბები