გორელი მაყურებელი ფლორიან ზელერის ტრილოგიის მესამე ნაწილს - „დედა“ იხილავს.
დავით ჩხარტიშვილის რეჟისორულ ნამუშევარში მოთხრობილია ამბავი ქალზე, დედაზე, რომელმაც საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა. რა არის დედის ტვირთი, რისი და რამდენის ატანა შეუძლია მას, რა შეცდომებს ვუშვებთ შვილები და მეუღლეები დედასთან ურთიერთობის დროს, სად გადის ზღვარი ოჯახზე ზრუნვასა და საკუთარი ცხოვრების დაკარგვას შორის?
„ვაჟიშვილი“ - „მამა“ - „დედა“ - აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფ. ზელერის ტრილოგია ერთმა რეჟისორმა გააცოცხლა.
დავით ჩხარტიშვილმა სპექტაკლები - „ვაჟიშვილი“ და „მამა“ გ. ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში დადგა. რაც შეეხება „დედას“, ცალკე დამოუკიდებელი სპექტაკლია, თუმცა, ამავე დროს ფ. ზელერის ტრილოგიის განუყოფელი ნაწილი და ამ ტრილოგიის დასასრულია.
სპექტაკლში ანა მატუაშვილი, გიორგი ცერცვაძე დაჩი ბაბუნაშვილი და ქეთი ლუარსაბიშვილი მონაწილეობენ.
ჩვენება 27 მაისს, 19:00 საათზეა ჩანიშნული. ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია ნომრებზე: 0370 27 79 32 ან 577 39 03 50