საზოგადოება
01.05.2024 11:31
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეიდან დაიწყო

2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეიდან, 1-ელი მაისიდან დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნულ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი, ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

შეგახსენებთ, პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებათ.

კვირის ამბები