საზოგადოება
30.04.2024 16:22
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა

ქართული არმია დღეს, 30 აპრილს დაარსებიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

1990 წლის დეკემბერში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარი - ეროვნული გვარდია შეიქმნა.  ქართული არმიის შემდგომი განვითარება სწორედ ეროვნულ გვარდიას უკავშირდება.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, ეს თარიღი კი  ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი გახდა.

 

კვირის ამბები