საზოგადოება
30.04.2024 16:22
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა. დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

შეგახსენებთ, 3-დან 6 მაისამდე ქვეყანაში სააღდგომო უქმეებია გამოცხადებული, ასევე, დასვენების დღეა 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
კვირის ამბები