ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი და გორის მუნიციპალიტეტის მერია ევროპის დღის აღსანიშნავად სახალისო გარბენს მოაწყობენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მარათონის მონაწილეები გორის ქუჩებში 5-კილომეტრიან მონაკვეთს დაფარავენ.
გარბენი სტარტს გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან 9 მაისს, 11:00 საათზე აიღებს.