ხუთი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა ქუთაისში თავისუფალ ჭიდაობაში გამართული საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდელებს შორის.
მიღწეული შედეგების მიხედვით, გორელებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ნიკა ზანგალაძე (57 კგ.), ზურაბ აბალაკი (65 კგ.), გოგა ოთინაშვილი (70 კგ.), დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ.) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს და ვერცხლის მედალს საბა ღამბაშიძე (61 კგ.) დაესაკუთრა.
ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა (57 კგ.), ლაშა გოგშელიძემ (70 კგ.), ნიკა მაისურაძემ (74 კგ.)
დაჩი პაპინაშვილმა (79 კგ.) და ზურა რომელაშვილმა (+125 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ყველა ჩემპიონატი როგორც დიდებში, ისე სხვადასხვა ასაკში (15 წლამდელები, 17 წლამდელები, 20 წლამდელები, 23 წლამდელები) გორელმა თავსუფალი სტილით მოჭიდავეებმა მოიგეს.