საზოგადოება
29.04.2024 12:53
საჯარო სკოლებში სააღდგომო არდადეგები 3 მაისიდან დაიწყება

საჯარო სკოლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, არდადეგებია გამოცხადებული.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სააღდგომო უქმეებზე მოსწავლეები 3-დან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

სასწავლო პროცესი სკოლებში 7 მაისიდან აღდგება.

აქვე შეგახსენებთ, სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება, გამონაკლისია მე-12 და 1-ელი კლასები, მათთვის სასწავლო პროცესი 20 და 27 მაისს შეწყდება.
კვირის ამბები