საზოგადოება
29.04.2024 12:45
გორის მერია მოსახლეობას საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სოციალურ სერვისებს სთავაზობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს, მერიის თანადაფინანსებით, 11 ორგანიზაციის 14 პროექტი განხორციელდა, შედეგად, 6000-ზე მეტ ბენეფიციარს სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფს.

„გორის მერია არასამთავრობო სექტორთან „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს. პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

პროექტების ბენეფიციარები, შშმ ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები, ვეტერანები, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები და კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები არიან“, - აცხადებენ მერიაში.

რაც შეეხება პროექტების ფარგლებში გაწეულ მომსახურებებს,  ბენეფიციართა შინმოვლას, სარეაბილიტაციო კურსებს, საყოფაცხოვრებო, სამედიცინო მომსახურებას, საკვებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სასწავლო კურსების დაფინანსებას მოიცავს.

კვირის ამბები