საზოგადოება
29.04.2024 11:47
გორის მერია და საქართველოს კარიტასი ეკო-აგროტურიზმის განვითარების მიზნით, პროექტს განახორციელებენ

გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კარიტასი ეკო-აგროტურიზმის განვითარების მიზნით, ერთობლივ პროექტს განახორციელებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას და საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული ბილიკები, ეკოსაგანმანათლებლო და საბანაკე სივრცეები მოეწყობა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში კი, მოხალისეები ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებენ.

შეხვედრას, სადაც პროექტის განხორციელების ეტაპებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მერიის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კარიტასის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის გარდა, პროექტი მდგრადი  განვითარების ხელშეწყობით ადგილობრივების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

 

 

კვირის ამბები