საინტერესო ამბები
25.04.2024 12:58
როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი

ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება. იმისთვის, რომ თქვენს სადღესასწაულო სუფრას ლამაზი ჯეჯილი ამშვენებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.

 

აიღეთ სასურველი რაოდენობის ხორბლის მარცვალი. გარეცხეთ, დაასხით ოდნავ შემთბარი წყალი, მოათავსეთ მინის ქილაში და ქილას თავსახური დაახურეთ, შემდეგ კი დადგით თბილ ადგილზე და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.


მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი, ლანგარზე დააფინეთ ბამბა და გაანაწილეთ მარცვალი1-1,5 სმ სისქეზე.

ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. ხორბლის რაოდენობა და ჭურჭლის ფორმა კი დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. აღნიშნული წესით დათესვის შემთხვევაში, ჯეჯილი დასათესად საუკეთესო პერიოდია აღდგომამდე 7-10 დღით ადრე.


ხორბალი  მზიან ადგილზე დადგით, რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.

გაითვალისწინეთ: ხორბალს ჭარბად მორწყვა არ სჭირდება, მხოლოდ ზემოდან მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რომ არ გამოშრეს და მუდმივად ინარჩუნებდეს ტენს.

კვირის ამბები