საზოგადოება
28.04.2024 12:49
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს, 28 აპრილს, დიდმარხვის მეექვსე კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას ზეიმობს. 
იერუსალიმში შესვლისას, მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს, პალმის თუ ბზის რტოებს უფენდა და ყოველი მხრიდან ისმოდა - ,,ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა”. ქრისტიანები ამ დღესასწაულს ბაიაობას, იგივე ბზობას უწოდებენ.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა და ბზა იკურთხა.
ბზობის დღესასწაული აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.
კვირის ამბები