საზოგადოება
09.03.2020 11:44
თუ ვირუსის შიდაგადადების შემთხვევევები დაფიქსირდა, ეს პროცესი შეუქცევადი გახდება - პაატა იმნაძე

„იმ შემთხვევაში, თუ შიდა გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდება და ვირუსი მეოთხე რიგის გადაცემის საშუალებით დაიწყებს გავრცელებას, ეს პროცესი საკმაოდ სწრაფი გახდება“ - აღნიშნული განცხადება პაატა იმნაძე.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ამ დრომდე, კორონავირუსის შიდა გადადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ანუ, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული არიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ბოლო დროს  იმ ქვეყნებში იმოგზაურა, სადაც ამ ვირუსის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. ან შემხებლობა ჰქონდა ადამიანთან, რომელმაც ბოლო კვირების მანძილზე  კორონავირუსის გავრცელების რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებში იმოგზაურა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ 51 პირი იმყოფება.

კვირის ამბები