გორის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების პერსონალმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების შესახებ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგმოდული მოიცავდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების კომპონენტებს შემდეგ საკითხებზე: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო; წყლისა და ენერგიის დაზოგვა; ნარჩენების მართვა და კლიმატის ცვლილება.
„აღნიშნული სწავლება დაფუძნებულია გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის მომზადებულ სახელმძღვანელოზე - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.
ტრენინგის დასასრულს მსმენელებს სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად გადაეცათ დამხმარე საგანმანათლებლო მასალები“, - აცხადებენ სააგენტოში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება