პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, სასურველ პროგრამაზე
დარეგისტრირება 16 მაისამდეა შესაძლებელი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა წარმატებული კარიერის საწინდარია და უმოკლეს დროში დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.
„პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მსურველმა მეტი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე 032 2 200 220“, - აცხადებენ სააგენტოში.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება