გორში, აღმაშენებლის გამზირზე გარეგანათების ახალი სისტემა მოეწყობა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე განხორციელდება.
სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„გარეგანათების ახალი სისტემა გამზირის ორივე მხარეს, გზის 1 100 მეტრიან მონაკვეთზე დამონტაჟდება. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს სათანადო განათებას. პროექტი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება და სავარაუდო ღირებულება 496 230 ლარია“, - აცხადებენ მერიაში.