საზოგადოება
25.04.2024 14:16
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმის და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისი 2, 3, 4 და 6 მაისს შესრულდება. თბილისიდან მატარებელი 08:40 საათზე გავა და მგზავრები ფოთში 14:24 საათზე ჩავლენ.

რაც შეეხება ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრაობის განრიგს, რეისი 16:10 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 21:50 საათზე იქნება.

საქართველს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი პირველიდან ექვსი მაისის ჩათვლით შესრულდება. თბილისიდან მატარებელი 00:30 საათზე გავა და ბათუმში 05:38 საათზე იქნება. ბათუმიდან რეისი 00:15 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 05:16 საათზე იქნება.

გარდა ამისა, 2, 3, 4 და 6 მაისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 10:25 საათზე გავა და მგზავრები დანიშნულების ადგილზე 15:33 საათზე ჩავლენ. ბათუმიდან კი დამატებითი რეისი 17:20 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 22:21 საათზე იქნება.

მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ გვერდზე, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.

კვირის ამბები