გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები „STEAM“ განათლებას ეუფლებიან.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების მიზანი ახალგაზრდების STEAM-ით დაინტერესება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.
„ინოვაციური პროექტის საშუალებით, უწყება გორელ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები 4 თვიანი კურსის ფარგლებში სწავლობენ კომპიუტერულ პროგრამებს, ქმნიან, აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს.
პროექტს, რომელშიც 30 მოზარდია ჩართული, ორგანიზაცია „Pascal STEAM Community“ ახორციელებს“, - აცხადებენ მერიაში.