გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა ოთხმა პაციენტმა. ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ რჩება 22 პირი, რომელთაგან 3 სხვა ქვეყნის მოქალაქეა. გორში მოთავსებულ არცერთ პაციენტს ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა.
,,გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დროისთვის იმყოფება 22 პაციენტი, აქედან 4 სამხედრო მოსამსახურეა და 18 სამოქალაქო პირი, რომელთაგან ორი ბულგარეთის, ერთი კი ირანის მოქალაქეა. შაბათ-კვირას შემოსული პაციენტებიდან, საუბარია 5 პირზე, რომელ შემთხვევებზეც ეჭვი არსებობდა, აღებულ იქნა ნიმუშები და დღეის მდგომარეობით შედეგები უკვე ცნობილია - უარყოფითია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა ირანის ოთხმა მოქალაქემ“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება