კულტურა
25.04.2024 12:19
„სულის სიმფონია“ - მწერალთა სახლში თანამედროვე გორელი ავტორის წიგნის პრეზენტაცია ხვალ, 26 აპრილს გაიმართება

გორის მწერალთა სახლში თანამედროვე ავტორის სოფიკო მექვაბიშვილის ახალი წიგნის - „სულის სიმფონია“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ,  26 აპრილს 2:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

როგორც გორელმა პოეტმა სოფიკო მექვაბიშვილმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, „სულის სიმფონია“ მისი ავტორობით გამოსული მეოთხე წიგნია და სულ მალე მის მეხუთე წიგნსაც იხილავს საზოგადოება.

ცნობისთვის, თანამედროვე გორელი ავტორი ბავშვობიდან წერს ლექსებს და იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში. 2008 წლიდან ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის, ხოლო 2017 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. დაჯილდოვებულია „თამარიონის“ ემბლემით, ასევე, ყოფილი „ბანოვანელია“.
კვირის ამბები