საზოგადოება
25.04.2024 11:30
საინვესტიციო კატალოგის შექმნის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სასწავლო კურსს გაივლიან

გორის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო კატალოგი იქმნება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, საინვესტიციო კატალოგის შექმნის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სასწავლო კურსს გაივლიან.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამართულ პირველ შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი ესწრებოდნენ.

„აღნიშნული შესაძლებლობა მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP - ის რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“(M4EG) ფარგლებში მიიღო. კონკურსში საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად, გორიც შეირჩა. გამარჯვებული თვითმმართველობების წარმომადგენლები სასწავლო კურსს „ფინანსებისა და ინვესტიციების მოზიდვის მზაობის აკადემიაში“ გაივლიან“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტი კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ჩაერთო.

კვირის ამბები