საზოგადოება
24.04.2024 15:18
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი გორელ სტუდენტებს შეხვდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ტიტულოვანი სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ასევე ცნობილი სპორტსმენი გენო პეტრიაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებმა სტუდენტებთან მიღწეული წარმატების ისტორიაზე ისაუბრეს და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხეს.

სტუდენტების გარდა, შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილიც ესწრებოდნენ.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.

ცნობისთვის, ორივე სპორსტმენი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

კვირის ამბები