საზოგადოება
24.04.2024 15:10
კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ რისკებსა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, გორის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გენდერული საბჭოს წევრებთან ერთად, გორის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ რისკები და გენდერული საკითხები განიხილეს.

ღონისძიების ფარგლებში, საუბარი შეეხო, ასევე, მუნიციპალიტეტში არსებულ ახალგაზრდულ პროგრამებს, ახალგაზრდების ჩართულობის მექანიზმებს და„დედამიწის დღესთან“ დაკავშირებულ თემებს.

ცნობისთვის, გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წელს შეიქმნა. ამჟამად, საბჭოს 24 წევრი ჰყავს. მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, საკრებულოს აპარატის, გორის მერიის თანამშრომლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

კვირის ამბები