საზოგადოება
24.04.2024 12:41
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება 14 მაისს დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 14 მაისის 12:00 საათზე დაიწყება.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დაფინანსება  შეიძლება მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

„თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 70%-ს შეადგენს. რაც შეეხება ტექნიკის ტიპს, არანაკლებ 7 ცხენის ძალის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) და მისაბმელია (იმპლემენტი). ამასთან, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: წარმოებული უნდა იყოს განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე და ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით“, - აცხადებენ სააგენტოში.

 

კვირის ამბები