საზოგადოება
24.04.2024 12:37
გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა შინდისის გმირების სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს

გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ორგანიზაციის თანამშრომლებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიება წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსის მხარდაჭერით განხორციელდა.

შეგახსენებთ, 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი „იუნესკომ“ უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო შეარჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

კვირის ამბები