2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს მილიონ 300 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მათ შორის, მილიონი იყო უშუალოდ ტურისტი, რაც 11 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე, რეკორდულია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც.
„2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია (2019 წელთან შედარებით ზრდა 46.1%); გაერთიანებული სამეფო (ზრდა 2019 წელთან 27%.) და ა. შ. გაზრდილია მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების ოდენობაც: ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 27.9%-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 21.6% -ია. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია საუდის არაბეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 33.5%-ით, ხოლო ქუვეითიდან ვიზიტები - 66.3%-ით“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.