გორის საკალათბურთო გუნდი „ივერიონი“ სუპერლიგის პლეიოფის მომდევნო შეხვედრებს 24 და 25 აპრილს გამართავს.
„ივერიონი“ გურჯაანის „დელტას“ დაუპირისპირდება. საკალათბურთო მატჩი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ პლეიოფის პირველი ორი შეხვედრა გურჯაანში ჩატარდა. პირველი თამაში გურჯაანის „დელტას“ სასარგებლოდ, ანგარიშით 80:77 დასრულდა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას „ივერიონმა“ გურჯაანის გუნდი 78:76 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ „ივერიონი“, რომელიც სამი წლის წინ დაარსდა, სუპერლიგის დებიუტანტია და პირველივე სეზონში საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტიც გახდა. გუნდი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით ასპარეზობს.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება