ფრედ 1:1 დასრულდა დღეს თელავში გამართული ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩი ადგილობრივ კლუბსა და გორის ,,დილას” შორის.
კახელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, რადგან თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უგებდნენ ,,დილას” (გოლი 30 წუთზე პენალტით ირაკლი რუხაძემ გაიტანა), მაგრამ გორელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ქულა მაინც გადაარჩინეს.
გოლი სტუმართა შემტევმა ნუგზარ სპანდერაშვილმა 89–ე წუთზე გაიტანა ალეფ სანტოსის გადაცემით.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს ,,დილა” 10 კაცით თამაშობდა, რადგან მე–60 წუთზე არბიტრმა მათი მცველი ბალგოუ გააძევა.
ჩემპიონატის ორივე ტური ,,დილამ” სტუმრად გამართა და ჯერ მარცხი არ უგემია. პირველ ტურში სტუმრად ,,ტორპედო“ დაამარცხა და აგერ, ახლა, ,,თელავს” დაუზავდა.
პირველ საშინაო შეხვედრას ეროვნული ლიგა 1–ს მიმდინარე სეზონში გორელები 12 მარტს გამართავენ და შინ ,,სამტრედიას” დახვდებიან. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 14 საათზე დაიწყება.