საზოგადოება
23.04.2024 13:13
გაზაფხულის ლიდერთა ბანაკში 80-მა გორელმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა

„გაზაფხულის ლიდერთა ბანაკი 2024“ დასრულდა.

პროექტში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ბანაკში კონკურსის წესით შერჩეული 80 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი ბაკურიანში სამ-სამი დღით ორ ეტაპად იმყოფებოდნენ.

„ინიციატივის მიზანია პროექტების წერის, ლიდერული და მართვის უნარების გაუმჯობესება. პროექტი კი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ თანადაფინანსებით განხორციელდა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
კვირის ამბები