კულტურა
22.04.2024 16:19
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გორის ცენტრში ასფალტზე ხატვის კონკურსი მიმდინარეობს

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გორში ასფალტზე ხატვის კონკურსი მიმდინარეობს. აქტივობაში გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით იმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს. გარდა ამისა, კონკურსის ყველა მონაწილეს სიგელი გადაეცემა.

„დედამიწის დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღვნიშნავთ. წელს ასფალტზე ხატვის კონკურსი მოვაწყეთ. აქტივობაში გორის მუნიციპალიტეტის 43 სკოლა მონაწილეობს. რაც შეეხება პრიზებს, ყველა სკოლას მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცემა. კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარვებულები გამოვლინდებიან“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბარში კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს კულტურის განყოფილების დირექტორის მოადგილემ ქეთი დვალიშვილმა.

ცნობისთვის, „დედამიწის დღეს“ საქართველო 1990 წლიდან აღნიშნავს.

კვირის ამბები