დამწყები და ახალი სოციალური საწარმოების დაფუძნების მსურველებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება.
პროექტით დაინტერესებულ პირებს ფინანსურ ხელშეწყობას ევროკავშირის და ორგანიზაცია - „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი სთავაზობს.
კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას მაქსიმუმ 15 000 ევროს ეკვივალენტით ლარში. პროექტში მონ,აწილეობა შეუძლიათ დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომელთა მიზანია: დასაქმების ხელშეწყობა; სოციალური სერვისების მიწოდება; მოწყვლადი რეგიონების/დასახლებული პუნქტების განვითარება; ზრუნვა რეციკლირების, გარემოს დაცვის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის, განათლების, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, მეცნიერებისა და ინოვაციის მიმართულებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 20 მაისია.
დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ონლაინ: 24 აპრილს, 11:00 საათზე და 8 მაისს, 11:00 საათზე.
განაცხადის შევსება შესაძლებელია ორგანიზაციის ვებგვერდზე (csrdg.ge) განთავსებულ ბმულზე.
აღნიშნული საგრანტო კონკურსი პროექტის - „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში მიმდინარეობს.