საზოგადოება
22.04.2024 14:15
დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, „ქართულ-პოლონური თანამშრომლობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა გორში შეხვედრა გამართეს

დასაქმების  ხელშეწყობისა და პროფესიული პროგრამების განვითარების მიმართულებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ქართულ-პოლონური თანამშრომლობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა გორის მერიის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო საააგენტოს და  გორის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს ახალი პროექტი გააცნეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის ფაგლებში, ქალაქ ჟეშოვის პროფესიული აქტივიზმის ცენტრის და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები მჭიდროდ ითანამშროლებენ ქართულ მხარესთან და  დეტალურად გააცნობენ  პოლონეთში  არსებული დასაქმების ხელშეწყობის შესახებ არსებულ შესაძლებლობებს.

„პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს  თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სამუშაოს მაძიებელთა უნარ-ჩვევების გაუმჯოსებას, ასევე, პროფესიული პროგრამების და მათი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.

ცნობისთვის, პროექტი ევროკავშირის ფონდმა  - „ერაზმუს +“-მა დააფინანსა.

კვირის ამბები