სპორტი
22.04.2024 14:12
ქუთაისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა მოკრივეებმა სამი მედალი მოიპოვეს

სამი მედლით დაასრულეს გორელმა მოკრივეებმა აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეცამეტე საერთაშორისო ტურნირი კრივში.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხეშეწყობის სააგენტოს ცნობით, მოპოვებული მედლებიდან ერთი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს სინჯისაა.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული თეკლა არბოლიშვილი (57 კგ.) გახდა. ვერცხლის მედალს ანანო ყეინაშვილი (46 კგ.) დაეუფლა, იოანე ნაცვლიშვილმა (57 კგ.) კი ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

სამივე სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ მეცამეტე საერთაშორისო ტურნირს ქუთაისმა უმასპინძლა. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის და უცხოეთიდან  ჩამოსული კადეტთა გუნდები ასპარეზობდნენ.

კვირის ამბები