ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში „ქალაქური თამაშები“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანს ქალაქში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, პირველ ადგილზე უჩა ლოცულაშვილი გავიდა, მეორე ადგილი საბა ბზიშვილმა დაიკავა, გივიკო აბალაკმა კი შეჯიბრი მესამე ადგილით დაასრულა.
აქტივობა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.
ცნობისთვის, ძეგლების და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე 1984 წელს UNESCO-ს და ICOMOS-ის (ძეგლების და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელი მსოფლიო აღნიშნავს.