ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს ებრძვიან, სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემდგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, გორში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისში გამართულ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანზე კომენტირებისას განაცხადა.
„ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან, იქ ვინც იყო იმასთან არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ხომ ვიღაცამ შეადგინა? ჯერ „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც ილიამ თქვა თავის დროზე და შემდეგ 1978 წელს, როცა ქართული ენის დაცვაზე იყო საუბარი, შეიცვალა ერთადერთი რამ - „ენა“ წამოვიდა პრიორიტეტად და ასე სლოგანად გამოიყენეს მაშინ ოდნავ შეცვლილი - „ენა, მამული, სარწმუნოება“ და ახლა ეს სლოგანიც კი შეცვალეს - „ენა, მამული და ერთობაო“, თქვეს, სარწმუნოება ამოიღეს და ამით დაამტკიცეს, რომ ამ ტექსტის შემდგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.