საზოგადოება
19.04.2024 12:38
გორში არსებულ ვერხვების მოედანს ევროპის მოედნის სახელი მიენიჭა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ვერხვების  მოედანს  ევროპის მოედნის სახელი მიენიჭა, - შესაბამისი გადაწყვეტილება დეპუტატებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს წევრებს - ლეილა მამულაშვილს, ბექა ლობჟანიძეს და გიორგი გოგშელიძეს ეკუთვნით.

დეპუტატებმა საკითხი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში 2023 წლის 7 დეკემბერს დააინიცირეს.

ცნობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ათეული წლების წინ, ვერხვები მდგარა, რის გამოც გორის ამ ნაწილს ვერხვების დასახლებას უწოდებენ. ამჟამად კი, მოედანზე მხოლოდ ერთი ვერხვის ხეღაა შემორჩენილი, რომელიც, სავარაუდოდ ას წელზე მეტს ითვლის.

კვირის ამბები