საზოგადოება
19.04.2024 12:06
პოზიტიური მშობლობის, ადრეული და სკოლამდელი განათლების როლის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გორში შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებმა პოზიტიური მშობლობის, ადრეული და სკოლამდელი განათლების როლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების წარმომადგენლები და საბავშვო ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრი მშობლები.

საინფორმაციო შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი მარიამ ჩიბუხაშვილი უძღვებოდა. მან ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მშობლის და აღმზრდელის საერთო მიზანზე, ბავშვის უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით და გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.
კვირის ამბები