საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლისთვის ახალი სერვისი დანერგა, რომელიც აპრილიდან შევიდა ძალაში.
უწყების ინფორმაციით, სიახლის მიხედვით, რეგისტრატორი განმცხადებელს პირადად დაუკავშირდება და მისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდის. კერძოდ, აუხსნის გადაწყვეტილების შინაარსს, გაუწევს კონსულტაციას და დაეხმარება ხარვეზის აღმოფხვრაში.
„განმცხადებლის ინფორმირება კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს ბდა გაამარტივებს რეგისტრაციას“, - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება