საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეულ შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს მოუსმენენ.
ვახტანგ გომელაური პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე, ასევე დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. გომელაური პარლამენტში ასევე ისაუბრებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და გატარებულ ღონისძიებებზე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტის ოპოზიციურმა ნაწილმა მარტში მიმართა და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაციის მოსასმენად პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარა.