გორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო, შესაბამისი სამუშაოებისთვის 144 080 ლარია გამოყოფილი.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებს დაზიანებული გზის საფარი პრობლემებს აღარ შეუქმნის და მალე, მძღოლები და ქვეითები გადადგილებას უპრობლემოდ შეძლებენ.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ასფალტის საფარი მოეწყობა როგორც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარებზე და ეზოებში შესასვლელებზე. როგორც ცნობილია, სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა 336 მეტრი სიგრძისაა და ერთმანეთს კახნიაშვილის, გიორგი ბრწყინვალესა და ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩებს აკავშირებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება