საზოგადოება
18.04.2024 11:11
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და იმუნოთერაპიის პროგრამული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება

საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.

დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და გამოკვლევებიც დაიფარება.

გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია ანაზღაურდება სრულად, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში.

ამასთან, მთავრობის დადგენილების თანახმად, ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

კვირის ამბები