გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დებატების ჩემპიონატი იწყება.
პროექტში, რომლის მიზანს ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება და დებატის კულტურაში დახელოვნება წარმოადგენს,მონაწილეობა 14-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
მსურველებმა რეგისტრაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ მისამართზე უნდა გაიარონ. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 22 აპრილი.
კონკურსის წესით 60 ახალგაზრდა შეირჩევა. გამაჯვებულს კი ფასიანი საჩუქარი გადაეცემა.
„დებატების ჩემპიონატს ორგანიზაცია „გორის ახალგაზრდული ცენტრი“ ატარებს. პროექტი მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას და დებატის კულტურაში დახელოვნებას. ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება“, - აცხადებენ მერიაში.