გორში, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, მდინარე მტკვრის ხიდთან მდებარე კორპუსის ფასადზე განთავსებული ორი ახალი „სტრიტ არტი“ 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
სტალინის ქუჩის №2/ა -სსამხრეთ ფასადზე განთავსდა „ქართული სუფრა“ - ნახატზე გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ქართული სუფრის ორნამენტებია გამოყენებული, ჩრდილოეთ ფასადზე კი - გორში დაბადებული ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის პორტრეტი.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „გორელ ფიტოგრაფთა კლუბის" თანადაფინანსებით განხორციელდა.
კომპოზიციების ინიციატივა ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციას, ფასადებისთვის საინტერესო იერსახის მიცემას და ტურისტებისთვის მიმზიდველი ახალი ადგილების შექმნას ემსახურება.
ცნობისთვის, „სტრიტ არტების“ ავტორი „Tbilisi MURAL Fest"-ია.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება