საზოგადოება
17.04.2024 13:28
შიდა ქართლში, ქვიშხეთის საკურორტო ზონა სეზონს გამართული და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურით შეხვდება - შიდა ქართლის გუბერნატორი

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონის საკურორტო და ტურისტულ ლოკაციებს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და მუნიციპელიტეტის მერთან თენგიზ ჩიტიაშვილთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, სადაც სოფლის სამ უბანში აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. ჯამში, 3 კმ-მდე გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწყობაა დაგეგმილი.

„ქვიშხეთი საკურორტო ზონაა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ, შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და გამართული იქნება“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ.

საგზაო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაზეც, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

კვირის ამბები