USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა - „ინოვაციები და გამოწვევები“, საპროექტო განაცხადების მიღებას აგრძელებს.
როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ღია საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციების და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ.
„კონკურსის ფარგლებში რვა გრანტი გაიცემა. რეგისტრირებული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გასაცემი გრანტების ბიუჯეტი 10,000 დოლარიდან 30 000 დოლარამდე იქნება, ხანგრძლივობა კი - 12 თვემდე. მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის გასაცემი გრანტების ბიუჯეტი 10 000 დოლარამდეა, ხანგრძლივობა კი - 6 თვე.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2024 წლის 26 აპრილია“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია USAID-ის საქართველოს ოფისის ოფიციალურ ვებ გვერდზე.