საზოგადოება
08.03.2020 16:49
გუშინ საღამოს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გორის ცენტრში, გუშინ საღამოს მომხდარი დაშავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთი, 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მას ქალა-ტვინის ტრავმა აღნიშნებოდა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კვირის ამბები