გორში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში (გორის ციხესთან), ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიება 4 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.
გამოფენა-გაყიდვა გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლობით ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ეხერხება ხელსაქმე ან ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს. პროდუქცია სიმბოლურ ფასად გაიყიდება.
„მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ეხერხება ხელსაქმე - ქსოვა, ქარგვა, რეწვა ან ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, მარინადს, თაფლს, ღვინოს და სხვა სახის პროდუქტებს.
მონაწილეებს სააღდგომო თემატიკის აქსესუარების, მისალოცი ბარათების, წიგნის თუ სხვადასხვა ნივთის გამოფენა შეუძლიათ. ყველა ნივთი და ნაწარმი სიმბოლურ ფასად გაიყიდება, მეპატრონე მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ, გაიღებს შესაწირს. შემოსული თანხით, აღდგომას, მრევლის ყველაზე გაჭირვებილ ოჯახებს დავეხმარებით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 598 11 88 50.