საზოგადოება
16.04.2024 12:58
საერთაშორისო გამოფენაში - U.S. Private Label Trade Show 2024 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება გრძელდება

საერთაშორისო გამოფენაში - U.S. Private Label Trade Show 2024 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება გრძელდება და 17 აპრილის 18:00 სთ-ის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები, ხოლო საერთაშორისო გამოფენა U.S. Private Label Trade Show 2024 გამომფენებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.

„საერთაშორისო გამოფენა 17 - 19 ნოემბერს  ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში გაიმართება. ღონისძიება ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501
კვირის ამბები